ეუთო-ს პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო

ეუთოს პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტმა 50 ხმით 5-ის წინააღმდეგ საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო. 26-პუნქტიანი დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება. კერძოდ, დოკუმენტში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე, ეთნიკურ დისკრიმინაციაზე და სხვა უკანონო ქმედებებზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ენაზე სწავლის აკრძალვაზე.

რეზოლუციის პროექტი მკაცრად გმობს საქართველოს მოქალაქეების – გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. დოკუმენტში მოხვდა გალის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტიც.

დოკუმენტი რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ და საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს