"მივმართავ საპატრიარქოს, გააკეთოს განცხადება და გამოიძახოს „ქუდზე კაცი“

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე საპარტიარქოს მოუწოდებს "ღირსების" მარშთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთოს და „ქუდზე კაცი“ გამოიძახოს „ერის ღირსების დასაცავად“

როგორც ბრეგაძე აცხადებს, სულ მარტოც რომ დარჩეს, არ დაუშვებს მის "ღირსების" მარშის ჩატარებას.

„ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა, რომელსაც ისინი ქართველ ერს აყენებენ. [...] სულ მარტო რომ დავრჩე, ამას არ დავუშვებ. 100 000 ადამიანი რომ შეიკრიბოთ, არ დავუშვებ გეიაღლუმს. ჩემი შვილების სიცოცხლეს, უფალს, იესო ქრისტეს გეფიცებით, არ დავუშვებ“, – აცხადებს ბრეგაძე. 

ცნობისთვის:  „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, თბილისში „ღირსების" მარში ხვალ გაიმართება, თუმცა კონკრეტული ლოკაცია და დრო ცნობილი არ არის. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„კომპანიას წარდგენილი ჰყავს ორი ინვესტორი, დაველოდებით პასუხს ხელისუფლებისგან“