"რუსეთთან საომარი ვითარება გვაქვს და ამის მოგვარების ერთადერთი გზა ადა მარშანიას მოსკოვში ჩასვლაა"

დღეს "პატრიოტთა ალიანსმა" სპორტის სასახლეში ყრილობა გამართა, რომელზეც პრორუსული, ანტიდასავლური, ჰომოფობიური და ქსენოფობიური  გზავნილები გააჟღერეს. პარტიის ლიდერებმა ტრადიციულად ისაუბრეს რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე.

საქართველო "ქართული ოცნების", მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას გარეშე – ასეთია დღევანდელი ღონისძიების მთავარი მოთხოვნა.

დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რუსეთთან "საომარი ვითარებაა" და მოგვარების ერთადერთ გზას ხედავს იმაში, რომ ადა მარშანია გაუშვან მოსკოვში.

"ადა მარშანია არის აფხაზეთში გაზრდილი და დაბადებული აფხაზი. რომელიც იბრძვის, რომ საქართველოს დაუბრუნდეს აფხაზეთი და ეუბნებიან კრემლის აგენტი ხარ, მოღალატე ხარო, ვისი მოღალატეა, ბიჭო? ეს უტვინოები, ვის ღალატობს?" — განაცხადა მან.

ცნობისთვის: "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთში რამდენჯერმე იყვნენ. ისინი რუსეთის დუმის დეპუტატებს შეხვდნენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp