ვასაძე: "ყველანი ვერის ბაღში! ე.წ. პრაიდი არ შედგება!" (ვიდეო)

ბიზნესმენი ლევან ვასაძე მორიგ ჰომოფობიურ ვიდეო–მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ "თბილისი პრაიდის" გამართვას არ დაუშვებს.

ვასაძე მხარდამჭერებს მოუწოდებს, ხვალ დილით ვერის ბაღში შეიკრიბონ და როგორც კი დაადგენენ, სად ტარდება "პრაიდი", იქ გაემართონ და ღონისძიება ჩაშალონ. 

მისივე თქმით, თუ პოლიციის კორდონი იქნება, "გაარღვევენ" და "პრაიდის" მონაწილეებს ადგილიდან "გაათრევენ":

"ზუსტი დრო და ადგილი ამ სიბილწის, პროპაგანდის, ჩვენი შვილების გარყვნის მცდელობისა ან ჩვენი უძველესი ტრადიციული ქრისტიანული კულტურის შეურაცხყოფის მცდელობისა ჩვენ არ ვიცით. დილას შევიკრიბებით რამდენიმე ათასი ადამიანი, ჯგუფები დაძრულია მთიულეთიდან, ხევიდან, სვანეთიდან, დასავლეთ საქართველოდან, უამრავი ხალხი მოდის თბილისიდან და დაველოდებით ადგილსა და დროს. 

მინდა, შევახსენო ყველა ჩვენს მომხრეს, ვინც ვერის ბაღში მოვიდა 16 ივნისს, ჩვენი სამოქმედო გეგმა. იქ არ მივდივართ არაფრისთვის, გარდა წესრიგის დამყარებისა. ჩვენ გარდა უამრავი ხალხი მოვა. ღმერთმა დაგვიფაროს და თუ იქნება ცემა-ტყეპა და სისხლისღვრა, ჩვენი ამოცანაა – პოლიციის კორდონი თუ იქნება, გავარღვიოთ და გარყვნილების პროპაგანდისტები იქიდან გავათრიოთ. ვისაც არ გეზარებათ და არ დაგავიწყდებათ, თან იქონიეთ ხელზე შებმული თეთრი ცხვირსახოცები და ასევე ხელზე შებმული ქამრები, რათა ამოვიცნოთ ერთმანეთი და ამ ქამრების მეშვეობით შევძლოთ, გავათრიოთ ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფები".

ცნობისთვის:  „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, თბილისში „ღირსების" მარში ხვალ გაიმართება, თუმცა კონკრეტული ადგილი და დრო ცნობილი არ არის. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp