სანდრო ბრეგაძე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

„ახლა კარგად მომისმინოს მტერმაც და მოყვარემაც – ერთხელ უკვე გაიწია ქართული მარში, შედეგად მამათმავლების მიერ რუსთაველის ოკუპაცია მივიღეთ!!! ხვალ გეიაღლუმს მართავენ სოდომისტები!!! არანაირი პარკები, სკვერები, თეატრები და სტადიონები – ყველანი რუსთაველის გამზირზე, იმ ადგილას, სადაც 1989 წლის 9 აპრილს ვიბრძოდით!!! ასე აღარ გამოვა – ჩვენ პარკებში და სკვერებში შევიყუჟოთ და მამათმავლებმა თბილისის ცენტრში იპარპაშონ!!!“, – წერს სანდრო ბრეგაძე „ფეისბუქში" პირად გვერდზე.

ცნობისთვის:  „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, თბილისში „ღირსების" მარში ხვალ გაიმართება, თუმცა კონკრეტული ლოკაცია და დრო ცნობილი არ არის. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც ბრეგაძე მხარდამჭერებს მისვლისკენ მოუწოდებს, ყოველ დღე 19:00სთზე–ზე ანტისაოკუპაციო მიტინგები იმართება.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]