„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა შეწყვიტა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, არხი მაუწყებლობას დროებით წყვეტს. 

ნიკა გვარამიას თქმით, სანამ ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება დაცული არ იქნება და სიტუაცია სტაბილური არ გახდება, იქამდე "რუსთავი 2" მაუწყებლობას აჩერებს.

ცნობისთვის: ტელეკომპანიის წინ აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც "პოსტსკრიპტუმის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემის მიმდინარეობისას ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. ამის შემდეგ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ მისი გამოხატვის ფორმას. "რუსთავი 2"-ის წინ შეკრებილების ნაწილი ტელეკომპანიიდან გიორგი გაბუნიასა და ნიკა გვარამიას წასვლას მოითხოვენ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp