„რუსთავი 2“-ის ოფისთან აქცია დასრულდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან აქცია დასრულდა.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი ორი მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილდა, კერძოდ, გიორგი გაბუნიას მონოლოგის გამო ბოდიშის მოხდა და არხის მაუწყებლობის შეჩერება. აქციის მონაწილეთა თქმით, მესამე მოთხოვნა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან რეაგირებაა და თუ მსგავს რეაგირებას ადგილი არ ექნება, აქცია კვლავ დაიგეგმება.

ამასთან, როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, „რუსთავი 2“-ის ოფისთან იმ შემთხვევაშიც შეიკრიბებიან, თუ ტელეკომპანია დილიდან მაუწყებლობას განაახლებს.

ცნობისთვის: ტელეკომპანიის წინ აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც "პოსტსკრიპტუმის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემის მიმდინარეობისას ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. ამის შემდეგ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ მისი გამოხატვის ფორმას. "რუსთავი 2"-ის წინ შეკრებილების ნაწილი ტელეკომპანიიდან გიორგი გაბუნიასა და ნიკა გვარამიას წასვლას მოითხოვენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მაღაროში მუშა დაიღუპა