"ღირსების" მარში, რომელიც შს სამინისტროსთან იგეგმებოდა, აღარ გაიმართება

"ღირსების" მარში, რომელიც შს სამინისტროსთან იგეგმებოდა, აღარ გაიმართება. ამის შესახებ "თბილისი პრაიდის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა გიორგი თაბაგარმა განაცხადა, –იუწყება "რუსთავი 2".

მისივე ცნობით, ინფორმაციამ მსვლელობის დროისა და ადგილის შესახებ გაჟონა, რის გამოც "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კონტრაქციის დაორგანიზება დაიწყეს, აქედან გამომდინარე, "პრაიდის" ორგანიზატორებმა მსვლელობის გადადება გადაწყვიტეს. 

სოციალურ ქსელში კონტრაქციის მონაწილეებს შს სამინისტროს შენობასთან მისვლისკენ გურამ ფალავანდიშვილმა მოუწოდა. 8 ივლისს დილის 09:00 საათზე მსვლელობა სწორედ შს სამინსიტროს შენობასთან იგეგმებოდა.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]