ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის და „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გაზსადენების – „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის და „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტის პროექტის ავტორები ლიეტუვას წარმომადგენლები არიან.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ გაზსადენების მშენებლობა შეფასებული უნდა იყოს, როგორც ენერგორესურსების მომარაგებაზე დამოკიდებული ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური იძულების პოტენციური ინსტრუმენტი.

ამერიკელი კონგრესმენის, ლი ზელდინის განცხადებით, მოსკოვი ცდილობს, გაზარდოს ევროპის დამოკიდებულება რუსულ ენერგორესურსებზე, რამაც შესაძლოა, დააზარალოს აშშ-ის პარტნიორები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ ორი მილსადენით რუსული გაზის ევროპისთვის მიწოდებას ითვალისწინებს, რომლის წლიური გამტარობა 55 მილიარდი კუბური მეტრია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთმა ოთხი ქურთული რეგიონის გუბერნატორები დააკავა