ტრამპის რეიტინგი გაიზარდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეიტინგმა მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ამ ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

სოციოლოგიური გამოკითხვა ორგანიზაცია „Langer Research Associates “ ჩაატარა. კვლევის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის კადიდატურას მხარს, გამოკითხული მოსახლეობის 44% უჭერს.

მოქალაქეების 51% კმაყოფილია პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკით, 42% კი ტრამპის საგარეო კურსს ეფექტიანად მიიჩნევს. მოსახლეობის ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა პრეზიდენტს ეკოლოგიურ საკითხებთან მიმართებაში აქვს.

დონალდ ტრამპის რეიტინგი ცოტა ხნის წინ კომპანია „ჰარის-იქსმაც“ გაზომა. გამოკითხვების თანახმად, პრეზიდენტის რეიტინგი აპრილში 37 % იყო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სირიაში თურქული ოპერაცია 120 საათით წყდება