„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეებმა შეკრება რამდენიმე ლოკაციაზე დაიწყეს

რესპუბლიკის მოედანზე სასულიერო პირები და მოქალაქეების ნაწილი შეიკრიბა. ისინი „ღირსების მარში“ ჩატარებას აპროტესტებენ მიუხედავად იმისა, რომ 8 ივლისს დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო. მამა დავით ისაკაძის თქმით, საპატრიარქოს წარმომადგენლები მაინც დარჩებიან ამ ლოკაციაზე.

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთანაც შეიკრიბნენ. სახალხო მოძრაობის ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ დღეს თბილისში, სხვადასხვა ადგილას შეიკრიბებიან, რათა პრაიდის ორგანიზატორებს აქციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცენ. შსს-შნა მივიდა ბიზნესმენი ლევან ვასაძეც.

გადადებული "ღირსების მარში" 8 ივლისსაც აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი პრაიდის ორგანიზატორები ავრცელებენ. 

„ღირსების მარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაციის გაჟონვის გამო და უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიება კიდევ ერთხელ გადადეს.

7 ივლისს საქართველოს საპატრიარქო "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ საქართველოს ეკლესია ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება. საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა პრაიდის ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს უნდა დაეკისროთ.

მანამდე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს შეახსენა, რომ კომბლები სხვენში აქვთ შენახული. სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა"ქართული მარშის" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემაც, რომელიც ამბობს, რომ "სიცოცხლის გაწირვაც რომ დასჭირდეს გეი აღლუმს არ დაუშვებს". 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სირიაში თურქული ოპერაცია 120 საათით წყდება