"დღის ბოლომდე არ დავიშლებით, თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი, მივალთ და გავცემთ საკადრის პასუხს"

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები დღის ბოლომდე არ დაიშლებიან და "თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი, მივლენ და საკადრის პასუხს გასცემენ". 

„ჩვენთვის კუკუდამალობანას თამაშს აზრი არ აქვს. რადგან დღეს დაანონსდა, რომ ისინი აპირებდნენ "პრაიდის" ჩატარებას, ჩვენ ვერის პარკში შევიკრიბეთ. დღის ბოლომდე არსად არ დავიშლებით, თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი, მივალთ და გავცემთ საკადრის პასუხს. საკადრიდი პასუხია ყველაფერი ის, რაც აქამდე მილაპარაკია. კანონის ჩარჩოებს ჩვენ არ ვცდებით და ვიცავთ წესრიგს“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ცნობისთვის: „თბილისი პრაიდი“ „ღირსების" მარშის ჩატარებას დღეს გეგმავდა, თუმცა "პრაიდის“ ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება გადაიდო. მიუხედავად ამისა, "პრაიდის" მოწინაღმდეგეები დღეს აქციებს სხვადასხავა ლოკაციაზე მართავენ და ამბობენ, რომ „ღირსების "მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp