ბიზნესი – მმართველი პარტიის მხარდასაჭერად

19 მაისისთვის დაგეგმილი არჩვენების წინ ქართველი ბიზნესმენები მმართველი პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ აქტიურად სწირავენ თანხებს.  

კერძოდ, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მმართველ პარტიას მსხვილი თანხები შესწირეს შემდეგმა კომპანიებმა:

საჩხერის რაიონში რეგისტირებული კომპანია „ჯეო კვარცი“ – 50 000 ლარი; 

საჩხერის რაიონში რეგისტრირებული კომპანია "Geo Sand" –  50 000 ლარი; 

კომპანია „Gagra +“ – 100 000 ლარი;

შპს "საქართველო" – 100 000 ლარი;

ქართულ-ამერიკული სამშენებლო საწარმო LTD GACC  – 100 000 ლარი.

ცნობისთვის: 2019 წლის 19 მაისს მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება. იმავე დღეს გაიმართება მერების რიგგარეშე (ზუგდიდი, ჭიათურა, მარნეული, ხულო და ზესტაფონი) და საკრებულოების შუალედური არჩევნები (ოზურგეთის, საგარეჯოს, ადიგენის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში).

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"უნდა დავაფასოთ პიროვნება, ხელი შევუწყოთ და თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას"