ანტისაკუპაციო მოძრაობის წევრებსა და "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებს შორის ინციდენტი მოხდა

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებსა და „თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. კერძოდ, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ მას აქციაზე სიტყვით გამოსვლის გამო რუსეთის აგენტობას დააბრალებდნენ, რასაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლის მხრიდან მოჰყვა რეპლიკა, რომ ის არის დუგინის ძმაკაცი, რომელსაც სურს პროვოკაციების მოწყობა.

აღნიშნულს გაღიზიანება მოჰყვა აქციის მონაწილეების მხრიდან, რის გამოც, ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მობილიზება გახდა საჭირო.

ინციდენტი ამ ეტაპზე ამოწურულია. ადგილზე რჩებიან, როგორც „თბილისი პრაიდის” მონაწილეები, აგრეთვე მათი ნაწილი, რომლებიც პარლამენტის წინ ორი კვირაზე მეტია აქციებს მართავენ.

იხილეთ ასევე: ვასაძემ და მისმა მხარდამჭერებმა სამი მოთხოვნა წამოაყენეს

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp