აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი – მამა დავითს: "ჩვენს გეგმებსა და მოთხოვნებს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის"

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზუკა ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად სასულიერო პირების მოთხოვნისა, დემონსტრანტებმა დატოვონ რუსთაველის გამზირი, ისინი გეგმების შეცვლას არ აპირებენ.

„ანტისაოკუპაციო აქცია ჩვეულებრივად გაგრძელდება. თუ ვინმეს რაიმე საწინააღმდეგო აზრი აქვს, შეუძლია გამოთქვას. აქ სრულიად დემოკრატიული აქცია მიმდინარეობს უკვე რამდენი დღეა. მშვიდობიან გამოხატვის ფორმებს ვინც იცავს, ყველასთვის საერთოა ეს სივრცე. ჩვენ გეგმებსა და მოთხოვნებს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. თუ ვინმე რაიმე ფორმის ძალადობას არ აპირებს, ჩვენ ჩვეულებრივად განვაგრძობთ აქციებს. მოსკოვის ჭკუაზე ვერ შევცვლით ჩვენს ანტისაოკუპაციო აქციის გეგმებს და შესაბამისად, არაფერი შეიცვლება", – განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა. 

ცნობისთვის: დეკანოზმა დავით ისაკაძემ 8 ივლისს მოუწოდა შსს-ს, "გასუფთავდეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია", რათა სასულიერო პირებმა და მრევლმა იქ პარაკლისის გადახდა შეძლოს. მისი თქმით, რუსთაველის გამზირი „საშინელი ხალხისგან“ უნდა გათავისუფლდეს. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp