საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ოლივერ რუსო უხელმძღვანელებს

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ოლივერ რუსო უხელმძღვანელებს. მისი მოადგილე კი, ჟან-ფრედერიკ პოლსენი იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სურგულაძემ განუცხადა.

ოლივიე რუსო საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია.

ჟან-ფრედერიკ პოლსენი კი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ფინანსებისა და ბუღალტერიის კურსის ლექტორია და 2017 წლიდან 2019 წლის 18 მაისამდე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროსი მრჩეველი.

საინვესტიციო საბჭოს წევრები არიან ოლივიე რუსო, ტიმო ვიჰერკენტა, მაიკლ რიდლი, დავით წიკლაური და ჟან-ფრედერიკ პოლსენი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პუტინმა ომების დროს მოსახლეობის უფლებების შესახებ საერთაშორისო პროტოკოლიდან გასვლის ინიცირება მოახდინა