ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანის დასავლეთში, პროვინცია ხუზესტანში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ახვაზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 101 კილომეტრზე დაფიქსირდა.

ამის შემდეგ ნახევარ საათში კიდევ ერთი, 4,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სირიაში თურქული ოპერაცია 120 საათით წყდება