მეტროს სადგურში „დელისი“ რუსული წარწერა ჩამოხსნეს

მეტროს სადგურ „დელისის“ ბაქნის კედლიდან სადგურის რუსუნელოვანი დასახელება ჩამოხსენს. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. 


თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნული სარემონტო სამუშაოების ნაწილია და სხვა არაფერს არ უკავშირდება.

„წლებია, მეტროპოლიტენში ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სანავიგაციო სისტემა მოქმედებს. შეიცვალა მეტროს გარე ფასადებზე არსებული წარწერებიც. ამ შემორჩენილი წარწერის დემონტაჟის შემდეგ კედელი მოპირკეთდება“- აცხადებენ მეტროპოლიტენში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp