პრეზიდენტი სავარაუდოდ, გარკვეული კატეგორიის ნარკომომხმარებლებს შეიწყალებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარკვეული კატეგორიის ნარკომომხმარებლების შესაძლო შეწყალების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

პრეზიდენტის პრეს–სპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა მისი თქმით, პირველადი მონახაზი უკვე არსებობს.

"ბევრი სიახლე იქნება, თუმცა ახლა კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე მონახაზია და მოგვიანებით, რა თქმა უნდა, პრეზენტაცია გაკეთდება," - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"უნდა დავაფასოთ პიროვნება, ხელი შევუწყოთ და თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას"