პარლამენტთან მიმდინარე ჰომოფობიურ აქციას ლგბტ დროშამ დრონით გადაუფრინა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ჰომოფობიურ აქციას, რომელსაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და “ქართული მარში” მართავენ, ლგბტ დროშამ გადაუფრინა. ლგბტ დროშა დრონზეა მიმაგრებული.

ლგბტ თემის დროშის გამოჩენას აქციის მონაწილეთა მხრიდან ხმაური და გაღიზიანება მოჰყვა, თუმცა აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის ლევან ვასაძემ ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა:

"მათ არასოდეს არაფერი გამოუვათ არც ერთ დროსა და პერიოდში. მაქსიმუმ ასე, სათამაშოებით გამოხატონ ეს ყველაფერი".

ცნობისთვის: „თბილისი პრაიდი“ „ღირსების" მარშის ჩატარებას დღეს გეგმავდა, თუმცა "პრაიდის“ ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება გადაიდო. მიუხედავად ამისა, "პრაიდის" მოწინაღმდეგეები დღეს აქციებს სხვადასხავა ლოკაციაზე მართავენ და ამბობენ, რომ „ღირსების "მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp