გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია

ლუქსემბურგში, ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის 28-ე ყოველწლიური სესია დასრულდა.

საპარლამენტო ფორუმის შემაჯამებელ სხდომაზე, ასამბლეის დელეგატებმა, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გიგი წერეთელი საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.

არჩევნებზე გიგი წერეთელმა 120 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა და საპარლამენტო ასამბლეას კვლავ ერთი წლით უხელმძღვანელებს.

ასამბლეის საპრეზიდენტო არჩევნებში გიგი წერეთლის კონკურენტი გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, დორის ბარნეტი იყო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“