პარლამენტთან, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა - ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს ბოთლები ესროლეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა. ვითარების დაძაბვა ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორების, კონკრეტულად კი, მიშა მშვილდაძის გამოჩენას მოჰყვა. 

მისი მიმართულებით "პრაიდის" მოწინააღმდეგე აქტივისტები ბოთლებს ისროდნენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ადგილზე მყოფი სასულიერო პირები და "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ. 

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები. ამავე ადგილას 19 საათზე ანტისაოკუპაციო აქციის „სირცხვილია“  მე-19 აქციაა დაგეგმილი. 

ცნობისთვის: „თბილისი პრაიდი“ „ღირსების" მარშის ჩატარებას დღეს გეგმავდა, თუმცა "პრაიდის“ ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება გადაიდო. მიუხედავად ამისა, "პრაიდის" მოწინაღმდეგეები დღეს აქციებს სხვადასხავა ლოკაციაზე მართავენ და ამბობენ, რომ „ღირსების "მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp