შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ:

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია. პარალელურად, 19:00 საათზე აქცია დაიგეგმა პუშკინის სკვერში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა აქციების მიმდინარეობის თითოეულ ადგილზე. აქციების მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

როგორც ერთი, ისე მეორე აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები და დაშლას არ აპირებენ. ამავე ადგილას 19 საათზე ანტისაოკუპაციო აქციის „სირცხვილია“  მე-19 აქციაა დაგეგმილი. 

ცნობისთვის: „თბილისი პრაიდი“ „ღირსების" მარშის ჩატარებას დღეს გეგმავდა, თუმცა "პრაიდის“ ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება გადაიდო. მიუხედავად ამისა, "პრაიდის" მოწინაღმდეგეები დღეს აქციებს სხვადასხავა ლოკაციაზე მართავენ და ამბობენ, რომ „ღირსების "მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-ის სენატორმა დაბლოკა კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია სომხების გენოციდის შესახებ