აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაცია: რუს ტურისტებს საქართველოში მოხვედრა აზერბაიჯანის გავლით შეუძლიათ

რუსეთის სატრანსპორტო სამინისტრომ 8 ივლისიდან რუსეთის ტერიტორიაზე ქართული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვაზე განცხადება გამოაქვეყნა. საქართველო ტურისტებისთვის ყოველთვის მიმზიდველი მიმართულება იყო. ტურისტების უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეები წარმოადგენენ. ქვეყნის ტურიზმის სტატისტიკის მიხედვით, ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ აზერბაიჯანელ ტურისტებს.

2019 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა და 2 127 142 ადამიანს მიაღწია. გასულ თვეს ყველაზე ხშირად ამ ქვეყანას რუსი, თურქი, აზერბაიჯანელი და სომეხი ტურისტები სტუმრობდნენ. წლის პირველ ნახევარში საქართველოში აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობა 8.8%-ით გაიზარდა.

რისი გაკეთება შეუძლია აზერბაიჯანს, რომ რუსეთიდან ტურისტების დიდი ნაწილი მოიზიდოს შეზღუდვების მოქმედების პერიოდში? როგორ შეუძლია აზერბაიჯანს, დაეხმაროს საქართველოს ტურისტულ ბაზარზე არსებული პრობლემის მოგვარებაში? ჩვენ შევეცადეთ, გვეპასუხა ამ კითხვებზე და ჩვენი კვლევის შედეგებს გთავაზობთ.

როგორც აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლი, ნაჰიდ ბაგიროვი “კვირასთან” საუბრისას განმარტავს, აზერბაიჯანმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რადგან ახლა სხვა ქვეყნები ცდილობენ რუსი ტურისტების ყურადღების მიქცევას.

“რუსების უმრავლესობა, რომელიც საქართველოში ტურებს ირჩევდა, პარალელურად, სტუმრობდა აზერბაიჯანსაც. არ იქნება ტურები საქართველოში და ტურირისტებს არც აზერბაიჯანში ჩასვლა მოუნდებათ. ჩვენ უკვე ვგრძნობთ ამის შედეგებს. საერთო ტურები, რომლებიც აზერბაიჯანში ვიზიტსაც მოიცავდა, გაუქმებულია”, – ამბობს ბაგიროვი.

კითხვაზე, თუ როგორ შეუძლია აზერბაიჯანს, დაეხმაროს საქართველოს, ის პასუხობს, რომ “რუსებს, რომლებსაც საქართველოში ვიზიტი სურთ, შეუძლით, ​ სახმელეთო ან საჰაერო გზით, აზერბაიჯანის გავლით  მოხვდნენ საქართველოში”.

“ამასთან დაკავშირებით  ჩვენ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურას უკვე გავუგზავნეთ შეთავაზება. წინადადება მდგომარეობს შემდეგში, რომ ტურისტები რუსეთიდან ერთ დღეს ჩერდებიან აზერბაიჯანში, შემდეგ კი ავტობუსით ან თვითმფრინავით მიემგზავრებიან საქართველოში. ამჟამად, ქართული მხარე ბაქოდან საქართველოს მიმართულებით უფასო ავტობუსების დანიშვნის საკითხს განიხილავს”, – აღნიშნა აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელმა.

აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიის BF Travel დირექტორი, მარინა გიანჯაევა მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანს შეუძლია, როგორც ევროპელ, ასევე რუს ტურისტებს შესთავაზოს “კომბო-ტურები”, როდესაც ვიზიტორები შეეძლებათ, რამდენიმე დღით ეწვიონ აზერბაიჯანსა და საქართველოს.

“ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და ყოველთვის მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. ჩვენ ჩვენი მხრიდან შეგვიძლია, მოვამზადოთ – პრინციპში ადრეც ვაკეთებდით ამას – ე.წ. კომბო-ტურები. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ტურისტებს ვთავაზობთ  რამდენიმე დღის აზერბაიჯანში გატარებას და შემდეგ, ასევე, რამდენიმე დღიან ტურს საქართველოში”, – ამბობს გიანჯაევმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფორმატი არა მხოლოდ ქართულ ტურიზმს შეუწყობს ხელს, არამედ აზერბაიჯანულ ბაზარსაც განავითარებს.

“ჩვენ ახლა ძალიან ბევრი მოთხოვნა გვაქვს ევროპელი ტურისტების მხრიდან, რომელთაც აზერბაიჯანისა და საქართველოს ნახვა სურთ. ამ ფორმატით მოქმედება რუსული მიმართულებითაც შეიძლება. უფრო სწორად კი, ისინი შეძლებენ, რამდენიმე დღის აზერბაიჯანში გატარების შემდეგ, საქართველოს ესტუმრონ. ბოლოს კი ისევ აზერბაიჯანის გავლით რუსეთში დაბრუნდებიან”, – აღნიშნა ტურისტული კომპანიის დირექტორმა.

ქართველი პოლიტოლოგის, ბადრი ნაჭყებიას განმარტებით კი აზერბაიჯანს უმნიშვნელოვანესი როლის თამაში შეუძლია, რომ რუსმა ტურისტებმა საქართველოში ჩამოსვლა შეძლონ. მისი შეფასებით, რუსეთის ხელისუფლების აკრძალვა საქართველოში ფრენების თაობაზე ძალიან დიდი შეცდომაა.

“რუს ტურისტებს ძალიან მოსწონთ საქართველო და დარწმუნებულები არიან, რომ ის უსაფრთხო ქვეყანაა. აზერბაიჯანს შეუძლია, იყოს ალტერნატიული გზა იმ რუსებისთვის, რომელთაც საქართველოში სტუმრობა სურთ”, – ამბობს ნაჭყებია.

ექსპერტის აზრით, აღნიშნულთან დაკავშირებით ყველაზე სტრატეგიული გიანჯის საერთაშორისო აეროპორტი იქნება.

“გიანჯის აეროპორტით სარგებლობის შემთხვევაში, რუს ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ, მოინახულონ ეს ულამაზესი ქალაქი და მისი მიმდებარე ტერიტორიები, ამის შემდეგ კი საქართველოსკენ გამოემგზავრონ. ამისთვის  საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი ტურისტული მარშრუტი უნდა შეადგინონ. გიანჯის ხელისფლებას აღნიშნული მარშრუტის შედგენაში მონაწილეობის მიღება შეეძლება”, – აღნიშნა ნაჭყებიამ და დაამატა, რომ აზერბაიჯანის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

პოლიტოლოგის აზრით, თუ საერთო ტურისტული მარშრუტი შედგება, ამით ორივე ქვეყანა მოგებული დარჩება, რაც, მისივე თქმით, არა მხოლოდ გაზრდის ორივე ქვეყნის შემოსავალს უცხოური ტურიზმიდან, არამედ სამომავლო ურთიერთობებსაც გააძლიერებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp