დუმის კომიტეტმა საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვას მხარი დაუჭირა

რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მმართველი ფრაქცია „ედინაია რასიას“ წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს, – იუწყება „ინტერფაქსი".

ახლა აკრძალვების საკითხი დუმის საბჭომ უნდა განიხილოს. 

იხილეთ ასევე: რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას წყვეტს და რუს ტურისტებს სამშობლოში აბრუნებს

„როსპოტრებნადზორი“ ქართული ღვინის ხარისხის „გაუარესებაზე“ ალაპარაკდა

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp