შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდა

მიმდინარე წლის 8 ივლისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო  ფონდის გენერალური  დირექტორის, ზვიად გაბისონიას და   დიდი ბრიტანეთის  ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორების ოფიციალური შეხვედრა  გაიმართა. 


ფონდის გენერალურმა დირექტორმა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებთან  შეხვედრაზე ისაუბრა მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ  პროგრამებსა და პროექტებზე,  ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო  გაღრმავების    გეგმებზე. ზვიად გაბისონიამ    სტუმრები მოიწვია მეცნიერებისა და ინოვაციების  საერთაშორისო   ფესტივალზე, რომელიც  21-30 სექტემბერს  გაიმართება საქართველოში.

ფონდში გაიმართა ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის  „საქართველოს შემსწავლელი  მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო საკონკურსო  კომისიის  სხდომა,  კონკურსი   საბოლოო შედეგების ეტაპზეა;  აღნიშნული პროგრამა საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მეცნიერებს ერთი წლის განმავლობაში თავიანთი სამეცნიერო კვლევა აწარმოონ ოქსფორდის უნივერსიტეტში, მათ შორის ბოდლეინის ბიბლიოთეკაში მარჯორი და ოლივერ უორდროპების არქივების (Bodleian Library, University of Oxford) ბაზაზე ანთროპოლოგიის, სოციოლოგიის, ეკონომიკის, პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ისტორიის, ხელოვნების, რელიგიის, კულტურის, ხელნაწერთა შესწავლის მიმართულებით. 

2019 წლის 11-13 თებერვალს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის, ბატონ ზვიად გაბისონიას საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ქ. ოქსფორდში  ხელი მოეწერა აღნიშნული პროგრამის გაგრძელებას. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]