ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერიდან პარლამენტის მიმართულებით დაიძრნენ (LIVE)

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერიდან პარლამენტის მიმართულებით დაიძრნენ, სადაც ბიზნესმენ ლევან ვასაძის, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის, "ქართული მარშის" ორგანიზებით ჰომოფობიური აქცია მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების ორ ჯგუფს პოლიცია ჰყოფს. სამართალდამცველებმა კინო “რუსთაველთან” გზა ყვითელი ავტობუსებით ჩაკეტეს და ცოცხალი კორდონი გააკეთეს. პოლიცია მიღებულ ზომებს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებით ხსნის.

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები უკვე მეცხრამეტე დღეა შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სირიაში თურქული ოპერაცია 120 საათით წყდება