ამ დროისთვის თბილისში სამი აქცია მიმდინარეობს

მშვიდეობიანი მანიფესტაციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ მიზანს,– ამის შესახებ ანტისაოკუპაციო აქციის "სირცხვილია!" ერთ–ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. 

"ჩვენი აქცია არის ანტისაოკუპაციო, ვეუბნებით არას ოკუპაციას. ცხადია, ჩვენი საწინააღმდეგო აქცია ავტომატურად იქნება პროსაოკუპაციო. მე არ ვიცი, რა ინფორმაციები ვრცელდება, მაგრამ პარლამენტის წინ რჩებიან ჩვენი მეგობრები, მამაცი ადამიანები, თუმცა ეს ადმაიანები არიან ალყაში, აგრესიის ქვეშ და თუ პოლიცია არ შეასრულებს თავის მოვალეობას და არ დაიცავთ მათ, ჩვენთვის ცხადი გახდება, რეალურად ვის ემსახურებიან ისინი, შსს-ის პოლიციელები. ჩვენ ვიდგებთ აქ ბოლომდე, აწეული ხელებით",– განაცხადა დიღმელაშვილმა და შსს–ს მოუწოდა, უზრუნველყოს დემონსტრანტების უსაფრთხოება.  

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე კიდევ ერთი აქცია მიმდინარეობს. თავადპირველად გაცხადდა, რომ ის "ღირსების მარშის" წინააღმდეგ იყო მიმართული და აქციის მონაწილეებმა რიგი მოთხოვნებით, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მათ არ მოსწონთ აქციის შინაარსი, რომელიც 19 დღეა პარლამენტის წინ იმართება და გამაგრდნენ ტერიტორიაზე, რათა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ადგილი არ დაიკაონ. ამ ჯგუში არიან "ქართული მარში" და "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი", ბიზნესმენი ლევან ვასაძე თავისი მხარდამჭერებით. 

კიდევ ერთი აქცია მიმდინარეობს ამ დროისთვის "რუსთავი 2"–ის შენობასთან. აქციის მონაწილეები ითხოვენ რომ "რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა შეწყვიტოს. ისინი ასევე ითხოვენ რომ „გადადგნენ“ არხის გენდირექტორი ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია. ცნობისთვის, გაბუნიას ამ დროისთვის უფლებამოსილება პირდაპირ ეთერში გინების გამო 2 თვით შეუჩერეს.    


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp