ნიკა გვარამია შსს–ს მიმართავს

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს. როგორც გვარამია წერს, არხის წინ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.

„ძალიან აგრესიული ადამიანები შეკრებილნი არიან რადიკალური მოთხოვნებით, რომლებიც, ცხადია, არ შესრულდება. პოლიციის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა და თუ აგრესიულმა ადამიანებმა მიიღეს შენობაში შემოჭრის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას.

ალაგმეთ თქვენი "ბანდერლოგები", წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ძალისმიერი სცენარის განვითარებისთვის გეკისრებათ თქვენ და საქართველოს მთელ ხელისუფლებას“, -წერს გვარამია.

მეორე დღეა, არის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ტელეწამყვარ გიორგი  გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინებას აპროტესტებენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ არხმა გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერა, თუმცა დემონსტრანტები ტელევიზიიდან მის და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ითხოვენ.   

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მოსკოვი თბილისისგან საპასუხო ნაბიჯებს ითხოვს