აქტისაოკუპაციო აქციიდან კონტრაქციას მიმართეს: "ვიპოვოთ ძალა, გავიტანოთ ერთმანეთი"

ანტისაოკუპაციო აქციის "სირცხვილია!" ერთ–ერთი ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა კონტრაქციის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათი საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, უბრალოდ სურთ, პარლამენტთან მივიდნენ და მოითხოვონ შს მინისტრის გადადგომა. 

"ჩვენ გადაგვკიდეს ერთმანეთს, ჩვენ მშვიდობიანად ვდგავართ აქ იმისთვის, რომ თუნდაც თქვენი არჩევანი წარმოდგენილი იყოს პარალმენტში. აქ უკათესი ხვალინდელი დღისთვის ვდგავართ, განსხვავებული ადამიანები, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს საქართველო. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ძალა საკუთარ თვაში, რომ გვერდზე გადავდოთ აღშფოთება, არ მოვატყუებინთ თავი არავის, განსაკუთრებით რუსეთს, ვიპოვოთ ძალა, გავიტანოთ ერთმანეთი, ვიბრძოლოთ ერთანეთის გვერდზე",– მიმართა კონტრაქციას დიღმელაშვილმა. მიმართვას კონტრაქციაზე დაძაბულობა მოჰყვა. დემონსტრანდებმა კორდორთან მოიყარეს თავი, რომელიც მათ ანტისაოკუპაციო აქციისგან ჰყოფთ. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე კიდევ ერთი აქცია მიმდინარეობს. თავადპირველად გაცხადდა, რომ ის "ღირსების მარშის" წინააღმდეგ იყო მიმართული და აქციის მონაწილეებმა რიგი მოთხოვნებით, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მათ არ მოსწონთ აქციის შინაარსი, რომელიც 19 დღეა პარლამენტის წინ იმართება და გამაგრდნენ ტერიტორიაზე, რათა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ადგილი არ დაიკაონ. ამ ჯგუში არიან "ქართული მარში" და "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი", ბიზნესმენი ლევან ვასაძე თავისი მხარდამჭერებით.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp