რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებების საბჭო საქართველოსთვის ჰუმანიტარული კორიდორის დატოვების შესახებ წინადადებას დაეთანხმა

რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებების საბჭო რუსეთის ფედერაციის უფლებადამცველის ტატიანა მოსკალკოვას წინადადებას დაეთანხმა - შენარჩუნდეს ჰუმანიტარული კორიდორი ბავშვებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად, საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის შესახებ საკითხის განხილვისას. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ცნობით, საბჭოს ხელმძღვანელმა მიხეილ ფედოტოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქართველი პოლიტიკოსებისა და პროპაგანდისტების ანტირუსული გამოხდომების გამო არ დაზარალდეს უბრალო ადამიანების ინტერესები - რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები.

„ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ მრავალი ასწლეული. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ვინც ეწინააღმდეგება რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობათა ნორმალიზაციას, დარჩნენ წარსულში და ხელი არ შეგვიშალონ ჩვენ, ჩვენ ხალხს ნორმალური მეზობლობის შენებაში“ - განაცხადა ფედოტოვმა.

მისი თქმით, საქართველოს მხრიდან, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას პასუხის გაცემა სჭირდება, მაგრამ შეურაცხყოფას შეურაცხყოფით არ უნდა უპასუხო. ~„არ შეიძლება ისეთი პასუხის გაცემა, რომ ამის გამო უბრალო ადამიანები დაზარალდნენ, რადგან მათ ჩვენთვის შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ“ - განაცხადა საბჭოს ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

შემდეგ კი კრემლში უკვე "რუსთავი 2"–ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნის რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაჟღერებული გინების გამო გაღიზინდნენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp