პროტესტის ნიშნად კარავი პროკურატურასთანაც გაიშლევა

შვილმკვდარი მამების აქცია მთავარ პროკურატურასთან გადაინაცვლებს.  

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი 20 წლის თემირლანის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ის და ზაზა სარალიძე შეასრულებენ ხალხისთვის მიცემულ პირობას – ხალხთან ერთად დაშლიან არსებულ სისტემას, რათა "დანარჩენმა ახალგაზრდობამ სინდისიერ, პატიოსან ქვეყანაში იცხოვროს".

„გადაწყვეტილი გვაქვს, ორმხრივი ფრონტი გვქონდეს და ვაპირებთ ერთი კარავი პროკურატურასთან გავიტანოთ. როგორც კი დათბება, ჩვენ გავფართოვდებით და ერთ-ერთი ჯგუფი კარვით გადავა პროკურატურის წინ",– ამბობს მაჩალიაკშვილი და დასძენს, რომ მათ მხარდაჭერას ბევრი ადამიანი უცხადებს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp