პრიმაკოვის სახელობის ცენტრმა ღონისძიება ტელეკომპანია “თრიალეთის” სტუდიაში გამართა

9 მაისს ქალაქ გორში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულმა საზოგადოებრივმა ცენტრმა ღონისძიება გამართა. როგორც ცენტრის ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ, მათ ღონისძიება ტელეკომპანია “თრიალეთის” სტუდიაში გამართეს. ღონისძიების დასაწყისში ტელეკომპანია “თრიალეთს” სივრცის დათმობისა და მასპინძლობისთვის მადლობა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა წერეთელმა გადაუხადეს. პრიმაკოვის სახელობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიებას “თრიალეთის” ფეისბუკ გვერდი Live-ში გადმოსცემდა.  

"

"

“მითების დეტექტორი” შეეცადა, გაერკვია ტელეკომპანია “თრიალეთის” რედაქციასთან, იყო თუ არა პირდაპირი ტრანსლირება პრიმაკოვის ცენტრის მიერ დაფინანსებული. რედაქციაში ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა მივიღეთ პირობა, რომ დაგვიკავშირდებოდნენ. “მითების დეტექტორი” განახლებულ ინფორმაციას ტელეკომპანია “თრიალეთის” პოზიციასთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგაწვდით.

პრიმაკოვის ცენტრი 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ არის შექმნილი. 2018 წლის მარტიდან პრიმაკოვის ცენტრის დირექტორი პარტია "გაერთიანებული დემოკრატების" ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძეა.

წყარო:http://mythdetector.ge

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხელისუფლების რეაქცია NDI–ს კვლევაზე: „მთავრობის საქმიანობის უარყოფით შეფასებას არ ვეთანხმები“