„ტრამპისგან არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ მიგვიღია“

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვს ვაშინგტონისგან რუსეთისა და აშშ–ის პრეზიდენტების შეხვედრის თაობაზე არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.  

„გავეცანით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, თუმცა აშშ–სგან ჯერ–ჯერობით არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ მიგვიღია“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის: დღეს აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს იაპონიაში „დიდი ოცეულის“ შეხვედრის ფარგლებში შეხვდება.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp