რუსთაველზე "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათ მეუფისგან მიიღეს კურთხევა, რომ ამ ეტაპზე აქცია პარლამენტის წინ აღარ უნდა გაგრძელდეს.

ადგილიდან ეტაპობრივად გავიდნენ აქციის მონაწილეები.

ამ ეტაპზე პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები არიან. თუნცა აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორის თქმით, პოლიცია მათ არ უშვებს პარლამენტის წინ, კორდონის მიღმა, სადაც აქამდე „თბილისი პრაიდის" კონტრაქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp