მოსკოვის მორიგი პროპაგანდისტული გზავნილი

კრემლი საქართველოს მისამართით მორიგ პროპაგანდისტულ გზავნილს ავრცელებს. კერძოდ, რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი აცხადებს, რომ „ანტირუსული გამოხტომების“ გამო თბილისის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების უნდა გამკაცრდეს. პუშკოვი ირწმუნება, რომ საქართველოში რუს ტურისტებს ესხმიან თავს.  

„მხარს ვუჭერ სახელმწიფო სათათბიროს წინადადებას თბილისის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღების თაობაზე. ზედმეტი მოუვიდათ საქართველოში ანტირუსული გამოხტომებით, „რუსთავი 2“-ის პროვოკატორებით, ჩვენს ტურისტებზე თავდასხმებით. თავისი ღვინო და წყლები შეუძლიათ, უფასოდ გაუგზავნონ ნატოელ მოკავშირეებს - არა მგონია მათ გადაუხადონ. ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ. ბოდიშის მოხდის დრო უკვე გავიდა“, - წერს პუშკოვი სოცილაურ ქსელში.

ცნობისთვის: გუშინ რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მმართველი ფრაქცია „ედინაია რასიას“ წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს. აკრძალვების საკითხი დღეს დუმის საბჭომ უნდა განიხილოს.

იხილეთ ასევე: რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას წყვეტს და რუს ტურისტებს სამშობლოში აბრუნებს

„როსპოტრებნადზორი“ ქართული ღვინის ხარისხის „გაუარესებაზე“ ალაპარაკდა

როგორც ჩანს, პუტინის რუსეთი სერიოზულადაა გაღიზიანებული იმით, რომ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და მისი პროპაგანდისტული ნარატივი, თითქოს რუსებს საქართველოში რაიმე საფრთხე ემუქრებოდეთ და ვინმე ემტერებოდეთ, თავად რუსმა ტურისტებმა და ტუროპერატორებმა ინტერნეტში გავრცელებული არაერთი "პოსტითა" და სტატიით გააცამტვერეს, რუსმა ცნობადმა სახეებმა კი საქართველოსადმი კრემლის ამჟამინდელი მოქმედებები ცალსახად დაგმეს და გააკეთეს პროგნოზი, რომ მსგავსი მოქმედება კრემლს თავად მოუბრუნდება მოსკოვის ცენტრში იმ ახალგაზრდა რუსი ტურისტების საპროტესტო აქციებით, რომლებმაც საქართველოში "სხვა ცხოვრება" ნახეს.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სომხეთმა ერთსქესიანთა ქორწინების ამკრძალავი კანონპროექტის მიღებაზე უარი განაცხადა