„ხელისუფლებამ ხაზარაძეს სხვა გზა არ დაუტოვა“

ექსპერტი გია ხუხაშვილი „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელის მიერ საზოგადოებრივ მოძრაობის შექმნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მამუკა ხაზარაძეს სხვა გზა არ დაუტოვა.

„ჩვენ გყვავს მაზოხისტი ხელისუფლება. ეს არის მაზოხიზმის ერთ-ერთი გამოვლინება, როდესაც თვითონ “გაიჩალიჩა” თავისი ბრიყვული ქმედებებით. ის ფაქტი, რომ ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის, მისასალმებელია.  იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებას ელექტორატი აღარ ყავს, ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზაა რესურსებისთვის მონოპოლური ბრძოლა. მამუკა ხაზარაძეს კი აქვს რესურსი ალტერნატიული რესურსების ცენტრის შექმნის, ეს ხელისუფლებისთვის პრობლემაა. თუმცა, საზოგადოებისთვის და განვითარებისთვის ძალიან კარგია“, – აცხადებს ხუხაშვილი. 

იხილეთ ასევე:  მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა