„დანკინი“ მენიუს „მასკარპონეს“ გემოვნური თვისებებით გამდიდრებულ ცივ ყავებს ამატებს და ყავის ბაზრის ლიდერის პოზიციებს იმყარებს

ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინი“ ყავის ბაზრის ლიდერის პოზიციებს იმყარებს და ქართულ ბაზარზე იტალიური ნაღების ყველის - მასკარპონეს გემოვნური თვისებებით გამდიდრებულ, ესპრესოზე დამზადებულ, ცივ ყავების ასორტიმენტს ახალ პროდუქტებს ამატებს. ცივი ყავები მარწყვის, ბანანისა და შოკოლადის, მარილიანი კარამელის, ჩიზქეიქის გემოების არჩევანით „დანკინში“ ცხელი ზაფხული გრილად იქცევა და ახალი ენერგიით შეგივსებთ დილას, შუადღესა თუ საღამოს.  

„დანკინის“ ქართულ რესტორნებში დღესდღეობით უმაღლესი ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 25 სახეობის ცივი და ცხელი ყავაა წარმოდგენილი.  

„ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ მიზნად დაისახა, მეტი აქცენტი ყავაზე გააკეთოს. როდესაც ადამიანები სახელწოდება „დანკინ დონატს“ ხედავდნენ, ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ყველაზე დიდი რაოდენობით დონატების რეალიზაციას ვახდენდით, არადა, რეალობა განსხვავებულია. „დანკინის“ გაყიდვების 50% მოდის ყავაზე და ყავის პროდუქტებზე; 25% - სენდვიჩენზე და 25% - დონატებსა და ფრანგულ ფუნთუშეულზე. „დანკინის“ ყავა უმაღლესი ხარისხის არაბიკაა, შესაბამისად, ყავის მოყვარული მომხმარებელი ადვილად წყვეტს, დილას, შუადღეს თუ საღამოს, ცხელ თუ თბილ სეზონზე ყავა სად დააგემოვნოს. ციფრებიც მეტყველებს, რომ ბრენდი, უპირველეს ყოვლისა, ყავის ქსელია“, - აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

„დანკინი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 67 წელია, მსოფლიოს 40 ქვეყანაში წარმატების ისტორიას ქმნის. „ვისოლ ჯგუფმა“ „დანკინის“ ქსელის განვითარება საქართველოში 2015 წელს დაიწყო და  დღესდღეობით „დანკინი“ უკვე რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე საქართველოში „დანკინის“ 24 ბრენდირებული რესტორანია და კომპანია ახალ წლამდე კიდევ 4-ის გახსნას გეგმავს.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“