კილაძე: „არ მგონია, ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს“

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობას დიდი მხარდაჭერა არ ექნება.

„ყველას აქვს უფლება დააფუძნოს მოძრაობა და მათ შორის – პოლიტიკური მოძრაობაც.  ჩემი აზრით, ეს უფრო ალბათ პოლიტიკური პარტიისკენ გადადგმული ნაბიჯია. არ მგონია, მას დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს“,  – განაცხადა კილაძემ.

დღეს “თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი – თუ ავსტრიაში აფხაზურ-ავსტრიული საზოგადოების დარეგისტრირება დადასტურა, ეს კერძო ინიციატივა იქნება