ბაქო-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა (ვიდეო)

მატარებელს, რომელიც ბაქო-თბილისის რეისს ასრულებდა, ელექტროგადამცემი ბოძი დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება აზერბაიჯანული მედია. 

ინციდენტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო–სამაშველო სამსახურის ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს