"ოქრუაშვილს საგამოძიებო ორგანო არც გაუფრთხილებია, რომ ქვეყნიდან მიდიოდა"

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის პროკურორის დავით გუმბერიძის  განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილს საგამოძიებო ორგანო არ გაუფრთხილებია, რომ ქვეყნიდან მიდიოდა და პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მოწმედ არ გამოცხადდებოდა. 

როგორც პროკურორი ამბობს,საქმის განხილვა შემჭიდროვებულ ვადებში უნდა დასრულდეს და სავარაუდოდ, ოქრუაშვილის დაკითხვა ვეღარ მოესწრება, თუმცა საქმეში დევს ოქრუაშვილის სატელევიზიო ჩანაწერი, რომელშიც ის ამბობს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაავალა პატარკაციშვილის მკვლელობა.

„უნდა დაკითხულიყო ირაკლი ოქრუაშვილი. ის კარგად იყო ინფორმირებული. იცოდა თარიღი, დრო. თუმცა ისე რომ არც შეგვეხმიანა დატოვა საქართველო. შესაბამისად ვერ მოხერხდება მისი დაკითხვა. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს არ წარმოადგენს, რადგან გვაქვს მისი გაცხადებული ჩანაწერი მედიაში, რომ მას ყოფილი პრეზიდენტი ავალებდა პატარკაციშვილის მკვლელობას აფეთქებით“,- განაცხადა პროკურორმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp