"შიგნით, ხელისუფლებაში ამბობენ, რომ შეცდომის აღიარების გარდა, ყველაფერზე წავლენ"

არ ვარ ტერორისტის მამა, აღიარონ, რომ მათ ბინა შეეშალათ, – ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ დადებული პირობა, რომ ორ თვეში საქმეზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დადებდა, არ შესრულდა.

„6 მაის იყო პირობა დადებული პარლამენტთან შეთანხმებით, რომ ორი თვის განმავლობაში შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დადებდნენ თემირლანის საკითხთან დაკავშირებით. გამოდის, რომ პროკურატურამ შეიყვანა პარლამენტი შეცდომაში და შემაჯამებელი არ დაიდო. გავიდა უკვე ორ თვეზე მეტი, პასუხი არანაირი არ არის, გამოძიება არ არის, უბრალოდ ხდება დროის გაწელვა. ამ ხელისუფლების პირობებში არ იტყვიან, რომ ჩვენ დავაშავეთო. ამას გარდა, იქ შიგნით, ხელისუფლებაში, იმაზეც საუბრობენ, რომ სახელმწიფოს შეცდომის აღიარების გარდა, ყველაფერზე წავლენ. ესენი არიან გაყიდული არარაობა, პროკურატურასაც, პარლამენტიც, შს სამინისტროც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. ესენი ჩემთვის არიან ერთი ნაგავი, რომელიც იხარშება რუსეთის მონობაში.

გააგებინეთ ხალხს, რომ მე არ ვარ ტერორისტის მამა, თემირლანი არ ყოფილა არათუ ტერორისტი, არამედ ეჭვიმტანილიც კი და აღიარონ, რომ მათ შეეშალათ ბინა. აი ამას მოვითხოვ“, – განუცხადა პროკურატურასთან ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

როგორც მაჩალიკაშვილი ამბობს, პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე 100 000 ხელმოწერას მიიტანს და საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. 

„გუშინ აქციაზე რამდენჯერმე ჩემი ყურებით გავიგე, ჩვენ ხელს არ მოვაწერთ, ის ტერორისტი მამაა, მისი შვილი ტერორისტი იყო. ვინც მაგას ამბობს, მის ოჯახში გაიზარდოს ნამდვილი 10-10 ტერორისტი, ივანიშვილის ოჯახიდან დაწყებული“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტკისში სპეცოპერაცია 20

ცნობისთვის: უკვე რამდენიმე თვეა, მაჩალიკაშვილი პარლამენტთან საკუთარი ვაჟის – თემირლანის საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით აქციას მართავს. 

თემირლანი პანკისში ჩატარებული სპეც–ოპერაციისას სასიკვდილოდ დაიჭრა. სუს–ის მტკიცებით, მან სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, ოჯახის ცნობით კი ოპერაციისას თემირლანს უბრალოდ ეძინა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს