ფადი ასლი – რუსულ სანქციებზე: "ერთხელ გადავრჩით და ახლაც გადავრჩებით"

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის ფადი ასლის განცხადებით, რუსეთი შეეცდება, რაც შეიძლება მეტად დააზარალოს საქართველო, დესტაბილიზება მოახდინოს და წნეხი გაზარდოს, მაგრამ ჩვენ ერთხელ გადავრჩით და ახლაც გადავრჩებით. 

მისივე თქმით, საქართველო უნდა შეეცადოს, ღია დარჩეს რუსეთის ბაზარი, თუმცა ბიზნესმა უნდა გაიაზროს, რომ ამ ბაზრის ნდობა არ შეიძლება.

“მსგავს ვითარებაში ჩვენ 2005 წელსაც ვიყავით. მაშინ უფრო მეტად ვიყავით რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული, ვიდრე - ახლა. დიახ - ეს მოახდენს გავლენას ეკონომიკაზე, მაგრამ არა იმდენად, რომ ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენოს. რამდენიმე წელი დაგვჭირდება იმისათვის, რომ მთლიანად გაჯანსაღება მოხდეს. ვფიქრობ, რომ უნდა შევეცადოთ, რუსეთის ბაზარი ღია დარჩეს, მაგრამ ბიზნესმა უნდა გაიგოს, რომ ამ ბაზრის ნდობა არ შეიძლება. ეს ბაზარი არის ძალიან არასტაბილური. მათ უნდა მოახდინონ დივერსიფიცირება სხვა ქვეყნებში. დიახ, შეიძლება, სხვა სანქციებიც დაწესდეს. არ მგონია, ამან ტურიზმზე დიდი გავლენა მოახდინოს, მაგრამ ზოგიერთი ბიზნესი ზოგ ადგილას ძალიან დაზარალდება, რადგან მთლიანად რუს ტურისტებზე იყვნენ დამოკიდებული. რაც შეეხება ღვინოს, კომპანიების უმეტესობა დივერსიფიცირებულია, მთლიანად რუსულ ბაზარზე არ არიან დამოკიდებული და მინერალური წყლისთვის ახალ ბაზარს იპოვნიან. რუსეთი შეეცდება, რაც შეიძლება დააზარალოს საქართველო, დესტაბილიზება მოახდინოს და წნეხი გაზარდოს, მაგრამ ჩვენ ერთხელ გადავრჩით და ახლაც გადავრჩებით“, - განაცხადა ფადი ასლიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენები შეწყვიტა, ტურისტების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, დღეს კი ეკონომიკურ სანქციებზე იმსჯელებს.   

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“