გახარია უსაფრთხოების ექსპერტებს თანამშრომლობას სთავაზობს

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, შს მინისტრმა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ექსპერტებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ჩამოყალიბებაში თანამშრომლობა შესთავაზა. 

ლაგაზიძის განმარტებით, ეს იქნება მუდმივმოქმედი თანამშრომლობის ფორმატი, რასაც დაეფუძნება უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის სტრატეგიული ხედვა, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტების შემუშავება.

„გიორგი გახარია უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტებს დღეს პირველად შეხვდა უსაფრთხოების საბჭოს მდივნის სტატუსით. ფაქტობრივად, პირველად ხდება, როდესაც ხელისუფლება ინტერესდება საქართველოს ექსპერტული საზოგადოების აზრითა და კვალიფიკაციით. მიმდინარეობს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ჩამოყალიბება და ამ პროცესში გიორგი გახარიამ შემოგვთავაზა ფართო თანამშრომლობა. ეს იქნება მუდმივმოქმედი თანამშრომლობის ფორმატი, რაზეც დაეფუძნება ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით როგორც სტრატეგიული ხედვა, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტების შემუშავება. ეს იქნება გრძელვადიანი თანამშრომლობა ისევე, როგორც ოპერატიული საკითხების შემთხვევაში. გამოწვევები ქვეყანას ძალიან ბევრი აქვს ამ მიმართულებით, როგორც შიდა, ასევე საგარეო უსაფრთხოების კონტექსტში და მისი მხრიდან არის მზაობა თანამშრომლობისთვის, რასაც ჩვენი მხრიდანაც გულწრფელი თანამშრომლობის სურვილი მოჰყვა“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ევროპარლამენტის არჩევნები და მისი შესაძლო გავლენა საქართველოზე