სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მოხდა ნაწილობრივი ევაკუაცია.​ 

პირველადი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება გახდა. შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა, თუმცა ადგილზე უსაფრთხოების ზომები ამ დრომდე გამკაცრებულია.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp