რუსი დეპუტატი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი, ფრაქცია „კომუნისტური პარტიის“ დეპუტატი ნიკოლაი ხარიტონოვი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატვით გამოვიდა.

აღნიშნულის შემდეგ დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა მას შეახსენა, რომ რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდან აღარ აქვს.

ცნობისთვის: დღეს რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა. 

დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ-ის საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.

დუმა მთავრობას სთავაზობს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას 2006 წლის 30 დეკემბრის კანონის „სპეციალური ეკონომიკური ზომებისა და იძულებითი ზომების შესახებ“ საფუძველზე. 

დუმის გადაწყვეტილება ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ მას მთავრობაც დაუჭერს მხარს და პრეზედენტიც მოაწერს ხელს. 

ცნობისთვის:  თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსეთის ხელისუფლებამ თბილისში განვითარებული მოვლენები  “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, კრემლმა საქართველოში მყოფ რუს ტურისტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. 

შეგახსენებთ, რომ  კრემლში "რუსთავი 2"–ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამოც გაღიზინდნენ.  


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“