ზალკალიანი პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება. 

„ჩვენ გულდასმით ვადევნებდით თვალს უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და უნდა ითქვას, რომ ის პროვოკაციული განცხადებები, რომელმაც გამოიწვია სიტუაციის გამძაფრება, ესკალაცია იყო კატეგორიულად მიუღებელი. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ცალსახად ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილებაა და მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება მიესალმო. არავითარ შემთხვევაში ამ უპასუხისმგებლო და მართლაც პროვოკაციულ განცხადებებს, რასაც სიტუაციის გამძაფრება მოჰყვა, რომელსაც მოჰყვა სწორედ სიტუაციის ესკალაცია, დესტაბილიზაცია, იმ მძიმე ფონის შექმნა, რომელმაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას, ბუნებრივია, არავითარ შემთხვევაში ამის დაშვება არ შეიძლება. ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინე, იყო ცალსახად სწორი“,- განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღებას დაუჭირა მხარი, თუმცა გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ დაეთანხმა.

პუტინმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის ნიშნად და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, არ ღირს სანქციების შემოღება ამ ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ანტირუსულ განწყობებს საქართველოში აქეზებს ხალხი, რომლებმაც არ იციან ისტორია და საბოლოოდ ვნებენ ქვეყანას.

იზილეთ ასევე:როგორ ესმით "მოწყალე პუტინის" საქართველოში

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“