აქცია–პერფორმანსი ქუთაისში: „ვოვა, დაიბრუნე შენი ნამესტნიკი"

ქუთაისში, თეთრ ხიდზე აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

„ვოვა, დაიბრუნე შენი ნამესტნიკი, გახარია წადი!”–  წარწერით ხიდიდან პლაკატი გადაფინეს.

აქციის ორგანიზატორია გაერთიანებული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაცია „პოსტერუმქუთაისი“.

აქციის მონაწილეებმა ხიდზე ცოცხალი ჯაჭვიც მოაწყვეს და 20 მაისის აქციის ძალისხმიერი დაშლასთან დაკავშირებით, სიმბოლურად ერთმანეთს თვალზე ხელი ააფარეს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp