"არავის მივცემთ უფლებას, საქართველო აქციოს აგრესიული დღის წესრიგის მძევლად"

საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელიუსფლება არავის მისცემს უფლებას, საქართველო აქციოს აგრესიული დღის წესრიგის მძევლად, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.

მისივე თქმით, ხალხთა შორის ურთიერთობაში არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს.

„რაც შეეხება კვირას საღამოს მომხდარ ფაქტს, იმ პათოლოგიურ ფრაზებს, რაც მოვისმინეთ, ეს არის სრულიად მიუღებელი ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის, მით უმეტეს, მიუღებელია ეს ჩვენი ერისთვის, ერისთვის, რომელიც განსაკუთრებით ამაყობს თავისი კულტურითა და ფასეულობებით. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია ეროვნულ ინტერესებზე. საქართველოს წინაშე არის ძალიან მტკივნეული გამოწვევები და ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გამოწვევების გადალახვა შესაძლებელია მხოლოდ ერთსულოვნებით და კონსოლიდაციით. აქედან გამომდინარე, სრულიად მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა, რომ მოხდეს ქართული საზოგადოების პოლარიზება. ეს არ შეიძლება და აქედან გამომდინარე, მე მსურს, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, რომ ეს ყველამ კარგად გავითვალისწინოთ და პასუხისმგებლობით მივუდგეთ ნებისმიერ საკითხს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღებას დაუჭირა მხარი, თუმცა გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ დაეთანხმა.

პუტინმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის ნიშნად და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, არ ღირს სანქციების შემოღება ამ ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ანტირუსულ განწყობებს საქართველოში აქეზებს ხალხი, რომლებმაც არ იციან ისტორია და საბოლოოდ ვნებენ ქვეყანას.

იზილეთ ასევე:როგორ ესმით "მოწყალე პუტინის" საქართველოში

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა