მშვილდაძე – ვასაძეს: "როგორც გუშინ იქცეოდით, ისე ბიძინასაც არ უნდა მოექცეთ"

ანტისაოკუპაციო აქციის "სირცხვილია" ერთ–ერთი ორგანიზატორის მიშა მშვილდაძის განცხადებით, გუშინდელი დღე არის გუშინდელი, საზოგადოებამ კი მომავალში უნდა გაიხედოს და იმის გადატანა, რაც წუხელ ალყაში მოქცეულ ანტისაოკუპაციო აქციის დემონსტრანტებს მოუწიათ, არავის არასდროს უნდა მოუწიოს.  

მისივე თქმით, კონტრაქციის მონაწილეებს ლიდერები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წინააღმდეგ აქეზებდნენ.  

"დავინტერესდით, რატომ ხდებოდა ეს და შემდეგ გვითხრეს, რომ ლევან ვასაძეს არ უყვარს რომ დასცინიან. იუმორი ხომ სიტყვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია? ლევანმა რამდენჯერმე ახსენა ჩემი სახელი. ამიტომ, შეცედები, მივმართო მას აქედან:

ლევან, გადავწყვიტე, რომ რაც გუშინ გააკეთე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი იყო, უბრალოდ გაპატიე. ასეთი რამ თუ გაგიგია? და ყველა დანარჩენს, ვინც გვემუქრებოდა, გვაგინებდა, ცდილობდით ჩვენს შეშინებას, შემინდვია ჩემი სახელით, ოღონდ იმ პირობით, რომ ასე აღარასდროს აღარავის მოექცევით, რადგან ასეთი რამ არ შეიძლება... 

როგორც გუშინ იქცეოდით აქ, ისე ბიძინასაც არ უნდა მოექცეთ, თუ იქ ჩაატარებთ აქციას. ასე არავის უნდა მოექცეთ. ლევან, შეიძლება, გგონია, რომ იქ, სადაც ახლა აღმოჩნდი, იმის ბრალია, რომ ოდესღაც ასეთი პერსონაჟი ჩემი ცოლის დაქალებში იყო, მაგრამ მირიან ბარათეონი აქ კონტრაქციის მოსაწყობად არ მოსულა; ეგზალტირებულ ადამიანებს ჩვენს წინააღმდეგ ზიზღს არ უღვივებდა, ბარათენს ჯვარკომბალა არ ჰქონია, იქ, სადაც ახლა ხარ, თავად აღმოჩნდი...

უნდა შევთანხმდეთ მთავარზე: არავითარი ძალადობა, სიძულვილის კულტივირება არ შეიძლება. ის, რაც გუშინ მოხდა, გუშინდელი დღეა და ჩვენ უნდა წავდეთ წინ და გავიხედოთ მომავალში, ავაშენოთ ქვეყანა, სადაც იქნება თავისუფლება, თანსწორობა და სოლიდარობა",– განაცხადა მიშა მშვილდაძემ აქციაზე, რომელიც ამ წუთწებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს და თანამებრძოლებს გუშინდელი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა:

"ათიოდე კაცი ვიყავით კუთხეში მიმწყვდეულები, მაგრამ არ გვეშინოდა, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეს იყო. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როდესაც დღის სინათლეზე შორი დისტანციიდან დაგინახეთ. მადლობა, თავისუფლებისთვის, სოლიდარობისთვის".  

მშვილდაძის განცდაებით, აქციები მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება: 

"გახარიამ გვითხრა, რომ ვერ დაგვიცავდა და პოლიციელებმა დაგვიცეს. გასაგებია რას ნიშნავს ეს. ამ პოლიციას ეს შს მინისტრი არ სჭირდება, რომ თავისი მოვალეობა აღასრულოს. ამის დამადასტურებელი ფაქტი იყო გუშინ". 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp